სასამართლო პროცესზე, შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიამ შსს-ს წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა და საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ს სასამართლო პროცესზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიამ – წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა და საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.
მისივე განმარტებით, დაკავება განხორციელდა, რადგან ქმედებამ განგრძობადი ხასიათი მიიღო.
აღნიშნულს დაცვის მხარე არ ეთანხმება. ადვოკატ ბექა კვინიკაძის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი უკანონოდაა შედგენილი და მთელ რიგ დარღვევებს ჰქონდა ადგილი.
შსს-ს წარმომადგენლებს კითხვით მიმართა ნიკა გვარამიამ. „პოლიციელმა რა მოთხოვნაც არ უნდა წაუყენოს მოქალაქეს, იმის გამო რომ მას ფორმა აცვია, კანონიერია?“- ჰკითხა გვარამიამ შსს-ს წარმომადგენელს, რომელმაც უარყოფითი პასუხი გასცა.
აღნიშნულის შემდეგ გვარამიამ განაცხადა, როცა საკუთრებაში არსებულ შენობაში საპროცესო მოქმედება მიმდინარეობს, მისი მოთხოვნა კანონიერია, რადგან ჩხრეკაზე დასწრებას ითხოვს, ხოლო როცა პოლიციელი მის განხორციელებას უზღუდავს, მისი მოთხოვნა უკანონო ხდება.
„როგორ დაადგინეთ, რომ პოლიციელის მოთხოვნა კანონიერი იყო?”,- იკითხა გვარამიამ, რაზეც შსს-ს წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ის „ადგილზე მიბრძანდა, სადაც საპროცესო მოქმედება მიმდინარეობდა, დასწრება მოითხოვა, თუმცა, მისი ჩართულობის აუცილებლობა იქ არ ყოფილა”.
გვარამიამ ასევე იკითხა, იყო თუ არა დაკითხვის ოთახში კამერა, რაზეც შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს მისთვის ცნობილი არაა.
„სრულ ჭკუაზე მყოფი მპასუხობთ, რომ ეს არ იცით? იმედია, ის პოლიციაც კი, ვისთვისაც მუშაობთ, სამსახურიდან გაგიშვებთ”,- განაცხადა გვარამიამ.
ცნობისთვის, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს