სასამართლო პროცესზე, სადაც მზია ამაღლობელის საქმე განიხილება, ხმაური იყო – მოსამართლემ ნესტან ცეცხლაძე და ზვიად ქორიძე დარბაზიდან გააძევა

ს საქალაქო სასამართლოში, სადაც “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს, ხმაური იყო.
„ნეტგაზეთის“ მთავარმა რედაქტორმა ნესტან ცეცხლაძემ მოსამართლე ნინო სახელაშვილს „ს მონა“, ხოლო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ს სამმართველოს უფროსს ირაკლი დგებუაძეს, რომელიც პროცესზე იკითხება, მოძალადე უწოდა.
მოსამართლემ მოითხოვა, ცეცხლაძეს მანდატურებისთვის მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გადაეცა, რაზეც ჟურნალისტი უარს აცხადებდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ნესტან ცეცხლაძე სხდომის დარბაზიდან გააძევა.
“ქალბატონო ნესტან, თქვენი მხრიდან განხორციელებული არაერთი დემონსტრაციული განცხადების გამო, არაერთი მოწოდების მიუხედავად, თქვენ დაარღვიეთ წესრიგი სხდომის დარბაზში, ხელი შემიშალეთ საქმის განხილვაში და არ დაემორჩილეთ არაერთგზის მოწოდებას, რომ შეჩერებულიყავით და არ გესაუბრათ.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 45-ე მუხლით და დაადგინა სხდომაზე დამსწრე მოქალაქე ნესტან ცეცხლაძე სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის მოწოდების დაუმორჩილებლობის გამო, გაძევებული იქნას სასამართლოს დარბაზიდან”, – მიმართა მოსამართლემ ნესტან ცეცხლაძეს.
სხდომა დაატოვებინეს მედიაექსპერტს ზვიად ქორიძესაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია თურნავას განცხადებით, ჩინეთში შეხვედრისას ხაზი გაესვა ბანკთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას, საგადახდო სისტემების დაახლოებასა და ჩინური ბანკების მხრიდან საქართველოში ინვესტირებისა და განვითარების მნიშვნელობას