თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე პოეტ ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე ზვიად რატიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
სასამართლო პროცესს თავად ზვიად რატიანი, უფლებადამცველებთან ერთად ესწრება.
ზვიად რატიანის სასამართლო დარბაზში შემოყვანას აბლოდისმენტები მოჰყვა.
პროკურატურა ზვიად რატიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმება.
ცნობისთვის, პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 23 ივნისს დააკავეს.
ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
