სასამართლო მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

ბათუმის საქალაქო სასამართლო „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
მოსამართლე ნინო სახელაშვილია. პროკურატურა მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავის სასამართლოზე მიიყვანეს ხელში წიგნით: „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“.
პარალელურად, მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციას მართავენ. მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად სასამართლოში მისული მოქალაქეების ნაწილმა დარბაზში შესვლა ადგილების ნაკლებობის გამო ვერ შეძლო.
„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს – საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან, ეს არის ისტერია, სხვა სახელს ვერ დავარქმევ

ადვოკატი – სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება – წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომელიც დაახლოებით, 2021-2022 წლისაა და საერთოდ არ არის კავშირში საქმესთან