თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ბრალდებულებიდან 3 – გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი, მამუკა ბაღდავაძე დაკავებულია, ხოლო დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.
დღევანდელ სხდომაზე, ყველა მათგანის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
პროკურატურა მათ მიმართ ყველაზე მკაცრის აღკვეთის ღონისძიებას – პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. დაცვის მხარე კი მათ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს.
როგორ ცნობილია, საქართველოს პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, გასაღების, დანაშაულის დაფარვის და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე ბრალდება 5 პირს წარუდგინა.
