სასამართლო აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმეს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს პროევროპულ საპროტესტო აქციებში მონაწილე 8 ადამიანის სასამართლო პროცესი. საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს, ხოლო პროკურორები ვაჟა თოდუა და გიორგი მუკბანიანი არიან.
სასამართლო იხილავს შემდეგ დაკავებულების საქმეებს:
თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გიორგაძე და ისლამ ალიევი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი.
გამოძიება თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გიორგაძეს და ილსამ ალიევს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში სდებს ბრალს [სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი – ისჯება ოთხიდან 6 წლამდე], ხოლო ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში [225-ე მუხლის პირველი ნაწილი – ისჯება 6-დან 9 წლამდე ციხით].
დაკავებულთა ადვოკატები ითხოვენ, რომ შეიცვალოს ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ისინი გათავისუფლდნენ. ადვოკატთა ნაწილი მოსამართლის აცილებასაც ითხოვს

ასევე დაგაინტერესებთ

სტეფანე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად. ყველა ვინც ამ პროპაგანდაში მონაწილეობთ, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას. მაგ პროპაგანდისტულ არხებზე, წამყვანი იქნება, პროდიუსერი, მუსიკოსი თუ სხვა… ყველას თქვენი წვლილი გაქვთ ამ ყველაფერში

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო