სასამართლოში, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებული 12 პირის პროცესი მიმდინარეობს – პროკურატურა დაკავებულების მიმართ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებული 12 პირის პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.
სახელმწიფო ბრალდება მათ მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, ადვოკატები კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ.
როგორც ჩინეთის ერთ-ერთი მოქალაქის ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს. ის დღეს სასამართლოს მისი 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს.
„საქმეში არავინაა დაკითხული, მხოლოდ ფარული მასალაა და ვინც თანამშრომლობს, ის პირია გამოკითხული… ისე დაემთხვა, რომ კონკრეტული პირი მასთან [ბრალდებულთან] იყო კომუნიკაციაში. ეს არ არის ფართის გადაცემა, ეს არის ამ საქმიანობის განხორციელება, რაც ადმინისტრაციული წესით დასჯადია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანმა ფართი გადასცა და სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა“, – აცხადებს ველიჯანაშვილი.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდებას, როგორც საქმის პროკურორი თეა გიორგაძე განმარტავს, საქმეში არსებობს როგორც ფარული ჩანაწერი, ასევე მოწმეთა ათეულობით ჩვენება და სხვა მტკიცებულებები, რაც მისივე თქმით, როგორც პროსტიტუციის ხელშეწყობას, ასევე ამ მიზნით ფართის გადაცემას ადასტურებს.
გიორგაძის განმარტებითვე, ერთ-ერთი დაკავებული წლების განმავლობაში ახორციელებდა პროსტიტუციის ხელშეწყობას, დანარჩენები კი ერთი წლის განმავლობაში.
ცნობისთვის, დაკავებულ 12 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარედგინა, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულთა შორის ერთ-ერთი მომღერალი ხატია წერეთელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო გოცირიძე: არასამთავრობოების დაყადაღება ისეთი გამოკვეთილი ნაბიჯია საბჭოეთისკენ, აი, “უფასო” დიპლომი და ექიმი რომ ქრთამი ღირდა, საკვები რომ ტალონებზე იყო, მაგრამ პარტიული ბოსები ხიზილალას ჭამდნენ

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მგონია, რომ ზვიადი, ილია, კოსტავა ყველა ციხეში ზის დღეს ამ ბიჭების [სინდისის პატიმრების] სახით იმდენად გონიერები, გმირები არიან… გაუძელით, ჩვენ გავიმარჯვებთ… მზია ამაღლობელი კი, არის ამ მთავრობის შავი ლაქა

კიტ კელოგი – გასულ ღამეს რუსეთმა ომის განმავლობაში სიდიდით მეორე საჰაერო თავდასხმა განახორციელა 600 დრონითა და 31 რაკეტით – ეს შემზარავი თავდასხმები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რომლის მიღწევაც აშშ-ის პრეზიდენტს სურს