სასამართლოში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. კერძოდ, სასამართლო პროცესზე 2 მოწმე მისცემს ჩვენებას.
პროცესს ესწრება თავად ბრალდებული ანტონ ჩეჩინიც.
ცნობისთვის, ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლოს მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.