სასამართლოში მასალების დახევის გამო ბრალი სისხლით წარმიდგინეს- ბაია მარგოშვილი

სამოქალაქო აქტივისტი ბაია მარგოშვილი, რომელიც აქამდე ორჯერ იყო ადმინისტრაციულ პატიმრობაში, აცხადებს რომ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით წაუყენეს. მუხლი 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საუბარია 2025 წლს 7 ნოემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე, რომელზეც მარგიშვილს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მარგიშვილის თქმით, პროცესის მიმდინარეობის დროს სხდომის ოქმი დახია:
“ამით ვაჩვენე მოსამართლეს როგორ გადაგვახია კონსტიტუცია კობახიძემ”, – ამბობს ის. ამის შემდეგ მოსამართლემ ის საკუთარი პროცესიდან გააძევა და დაუსწრებლად შეუფარდა 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.
მარგიშვილის თქმით, სწორედ ამაზე დაიწყო ამჯერად სისხლის სამართლის გამოძიება ამ ფაქტიდან 4 თვის შემდეგ. მას მოსამართლის შეურაცხყოფას ედავებიან.
მარგიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მას ჯერ არ ჩაბარებია ბრალის, რომელიც დაუსწრებლად წარუდგინეს, დადგენილება და საქმის აღძვრის შესახებ მოულოდნელად შეიტყო:
“დავრეკე პროკურატურაში ჩემს შეტანილ საჩივართან დაკავშირებით, სადაც გამომძიებელმა მითხრა, რომ ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაა დაწყებული მოსამართლე ცეკვავას შეურაცხყოფის ბრალდებით”, – ამბობს ის.
ეს არაა პირველი შემტხვევა, როცა მოსამართლის შეურაცხყოფის ბრალდებით პროკურატურა სისხლის სამართლებრივ გამოძიებას იწყებს – სამშაბათს, 10 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ახალი ბრალ წარუდგინეს პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ნიკა მელიას – გამოძიება მას მოსამართლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
ორივე შემთხვევაში საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლზე [სასამართლოს უპატივცემულობა], რომელიც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.