სასამართლოში, ს შესაძლო გაყალბების საქმეზე, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, თენგო თევზაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ს შესაძლო გაყალბების საქმეზე, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, თენგო თევზაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.
მან სასამართლოში შესვლამდე მედიასთან განაცხადა, რომ გამოძიება თავისი შინაარსით არის სასაცილო.
თევზაძის განცხადებით, არ სჯერა არჩევნების გაყალბების საქმეზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების, ვინაიდან ეს გამოძიება უნდა დაწყებულიყო საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების და „ქართული ოცნების“ შტაბის წევრების დაკითხვით.
„ეს გამოძიება თავისი შინაარსით არის სასაცილო. მის მიმართ არის სრული უნდობლობა და ამიტომ არ მივედი პროკურატურაში, თორემ პროკურატურაში მისვლაც არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას, ამიტომ გადავწყვიტე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოვკითხულიყავი და მიმეწოდებინა ყველა ის ინფორმაცია, რაც მე მაქვს. არ მჯერა ამ გამოძიების, ვინაიდან ეს გამოძიება არ უნდა დაწყებულიყო საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების და „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები დაკითხვით. ეს არჩევნები არის ბოლო არჩევნები, რომელიც არის არაფარული. საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო არჩევნების ფარულად ჩატარება. ეს გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე, მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში არა. არჩევნების გამყალბებლები აუცილებლად დაისჯებიან,“ – განაცხადა თევზაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში თევზაძის გარდა, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის, საბა ბუაძის გამოკითხვაც მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – თუ ეს ისეა, როგორც გადმოსცემენ, მაშინ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა სახელმწიფო ტერორიზმია – ვის აწყობდა ეს? ვის სჭირდებოდა ეს? ვვარაუდობ, რომ იმას, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკის უკან დგას

გივი მიქანაძე – საქართველო შევიდა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია – განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპები 2026 წელს განხორციელდება