სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს – ბრალდებულები საბოლოო სიტყვით ისარგებლებენ, რის შემდეგაც განაჩენი გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულები საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ, რის შემდეგაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე – ჩემთან რაც დააშავეთ, მიპატიებია, მაგრამ ქვეყანას რასაც უშავებთ, ნურას უკაცრავად – ყველაზე სწორი იქნება, გახსნათ ეს წყეული, მონჯღრეული კარი, რომელიც, ალბათ, ცოდვებისგანაა ასეთ დღეში და აქედან გაგვიშვათ

გიორგი ტერიშვილი – არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის! ყველაზე დიდი დამნაშავე არის „ქართული ოცნების“ პრემიერი და პროკურატურა, რომელიც ზის ახლა ჩვენ წინ და თავს ვერ სწევს – ასე იქნებით მთელი ცხოვრება, თავს ვერ აწევთ!