სასამართლოში, ალეკო ელისაშვილის მიერ პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის საქმეზე, პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რაქვიაშვილის განცხადებით, სასამართლო არ იხილავს იმ საქმეს, რომელიც ეხება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ელისაშვილის ცემის ფაქტს, არამედ პირიქით, მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ კანონდარღვევას ედავებიან.
„ისინი ამბობენ, რომ არსებობს კადრები, სადაც ჩანს, რომ ალეკო ელისაშვილი მათ მოთხოვნას არ ემორჩილება, თუმცა მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია. სახელმწიფო, სასამართლო, პროკურატურა და საგამოძიებო ორგანოები ელისაშვილის ცემის ფაქტს არ იხილავს, რომელიც იყო განხორციელებული სწორედ იმ დღეს, რასთან დაკავშირებითაც დღეს ჩვენ პროცესი გვაქვს. პარლამენტის წევრი, რომელიც სარგებლობს დეპუტატის მანდატით და იმუნიტეტით, არ ჰქონდათ უფლება, რომ დაეკავებინათ, თუმცა მოხდა მისი ადმინისტრაციული დაკავება, ცემა და დაკავების ოქმშიც არის ასახული, რომლის განხილვაც დღეს მიმდინარეობს”,- განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.
ელისაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მუხლებით გათვალისწინებულ კანონდარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.