სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოო წერტილი დაესვა დასავლეთში დაწყებულ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიას

„სააკაშვილს უფრო ხანგრძლივი ვადით პატიმრობა ეკუთვნის, რადგანაც საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვა, მხოლოდ ერთი ეპიზოდია მის დანაშაულებრივ საქმიანობაში“- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლითაც, „სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“.
მისი თქმით, „როდესაც ნაცმოძრაობის მმართველობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია თავის დასკვნებს დადებს, დიდი ალბათობით სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდება“.
„მე თუ მკითხავთ, სააკაშვილს უფრო ხანგრძლივი ვადით პატიმრობა ეკუთვნის, რადგანაც საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვა, მხოლოდ ერთი ეპიზოდია მის დანაშაულებრივ საქმიანობაში, რასაც ის პრეზიდენტობის დროს ეწეოდა და სადაც სამშობლოს ღალატის ნიშნები იკვეთება. როდესაც ნაცმოძრაობის მმართველობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია თავის დასკვნებს დადებს, დიდი ალბათობით სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდება.
სააკაშვილის და მისი გარემოცვის ფუფუნებისთვის თანხების ფლანგვა არავისთვის უკვე საიდუმლოს არ წარმოადგენს, იმდენად ხელისგულზე დევს ყველაფერი. დეტალებს აღარ მოვყვები
ნაცების და მათი სატელიტი ოპოზიციური პარტიების მიერ ისრების პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანა, და რუსული ფაქტორით მანიპულირება კი იმდენად გადაღეჭილი თემაა, რომ მათ მომხრეებსაც კი აღარ სჯერათ.
და ბოლოს, სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოო წერტილი დაესვა დასავლეთში დაწყებულ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიას“-წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დასცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოლიტიკა – მხოლოდ ღირსებით, სხვანაირად ვერ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს

ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, თუ ამას არ გააკეთებ, არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი ძალა, რომელიც შენს ინტერესებს, შენს მშვიდობას დაიცავს

შეიძლება, ვერ აბრუნებენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში, მაგრამ ცოტა ეკონომიკა შეაფერხეს, ცოტა სიძულვილი დათესეს, ცოტა საზოგადოება ააღელვეს, ამით უკვე კმაყოფილები არიან და ამ დავალებას ასრულებენ ის ადამიანები, რომლებიც 150-კაციანი ჯგუფის სახით გამოდიან რუსთაველზე