ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ საერთო სასამართლოებმა პრეზიდენტს არ უნდა მიუთითოს, ვინ დანიშნოს იუსტიციის საბჭოს წევრად და ვინ არა. ქურდოვანიძე პრეზიდენტის შესარჩევი კომისიის წევრი იყო, რომელმაც არამოსამართლე წევრის კანდიდატურაზე კახა წიქარიშვილს გაუწია რეკომენდაცია.
“არ შეიძლება ამ კომპეტენციაში ჩაერიო სერთო სასამართლო და საერთო სასამართლომ პრეზიდენტს აუკრძალოს წევრის დანიშვნა. მით უმეტეს, მოთხოვნა, რომლითაც კანდიდატი ითხოვს, სასამართლომ დაავალოს პრეზიდენტს მისი კანდიდატურის დანიშვნა, ეს წარმოუდგენელი რამაა. სასამართლოს ასეთი სარჩელი არც უნდა მიეღო წარმოებაში, არათუ უნდა განეხილა და მიეღო ის განჩინება, რომელიც მიიღო”, – განაცხადა ქურდოვანიძემ.
გუშინ კი თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება შეაჩერა.
განჩინება სასამართლომ კონკურსშ მონაწილე ერთ-ერთი მონაწილის, მანუჩარ კოკოჩაშვილის სარჩელის საფუძველზე მიიღო. კოკოჩაშვილი სარჩელით პრეზიდენტის განკარგულების გაუქმებას და წიქარიშვილის ნაცვლად მის დანიშვნას მოითხოვს.
საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა ახალი კონკურსის ჩატარების და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის დანიშვნა.