სასამართლოსთან დაკავებულ აქტივისტს ხილული დაზიანებები აქვს – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გუშინ, 22 მაისს, დაკავებული ორი აქტივისტი, რომლებმაც ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ისაუბრეს.
„ერთ-ერთ მათგანს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები, სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები კიდურებზე“, – წერია ომბუდსმენის განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატმა ადმინისტრაციულად დაკავებულებზე შესაძლო არასათანადო მოპყრობის საქმის გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
გუშინ, 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურა გირჩი ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობდა, სამი ადამიანი დააკავეს. მათგან ორი ქალია, სალომე კენჭიაშვილი და ალბი კორძაია. მესამე, რომელიც აქტივისტი ქალების დაკავებამდე დააკავეს სასამართლოს ეზოსთან, არის კაცი, რომლის ვინაობაც რადიო თავისუფლებისთვის ამ ეტაპზე უცნობია.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის გადაწყვეტილებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა გირჩი ჯაფარიძე, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. იმ დღეს სასამართლოსთან მის მხარდასაჭერად ასობით ადამიანი იყო მისული.
მას ბრალად ედება „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობა – ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. „ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს შემდეგ პოლიტიკოსებს: ნიკა მელიას (50 000 ლარი) მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000-50 000 ლარი), გივი თარგამაძეს (10 000 ლარი), ზურა ჯაფარიძეს (20 000 ლარი), გიორგი ვაშაძეს (50 000 ლარი), ნიკა გვარამიას (30 000 ლარი).
ზურა ჯაფარიძის მსგავსად, სხდომათა დარბაზში დააკავეს ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც გირაო არ გადაიხადა. გირაოს თანხის გადახდას არ გეგმავენ არც და .

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?