სასამართლომ UBS-ის მიერ ივანიშვილისთვის გადასახდელი თანხა $282 მილიონით შეამცირა

უმსხვილესი შვეიცარიული საფინანსო ინსტიტუტის, UBS Group AG-ის თანახმად, Credit Suisse-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის მიყენებული ზარალის რაოდენობა 282 მილიონი დოლარით შემცირდა.
სინგაპურის საერთაშორისო კომერციული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიყენებული ზარალი $743 მილიონიდან $461 მილიონამდე შემცირდება. ამის შესახებ ინფორმაცია UBS-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მესამე კვარტლის მაჩვენებლებს ერთვის თან.
ეს წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს UBS-სთვის, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე მისი მთავარი კონკურენტი Credit Suisse გასულ წელს შეიძინა.
გაკოტრებულ Credit Suisse-ს $600 მილიონი დააკისრა ბერმუდის სასამართლომაც. UBS-ი ამ გადაწყვეტილებასაც ასაჩივრებს და ცდილობს, სკანდალური დავები მოაგვაროს და მეწილეებში ნდობის ხარისხი აამაღლოს.
ივანიშვილის ადვოკატები ყოველთვის ამბობდნენ, რომ ბანკის ზედამხედველებმა იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ პატრიკ ლესკადრონის თაღლითობის შესახებ. მათ მიაჩნდათ, რომ თუ მენეჯერებმა ეს არ იცოდნენ, ე.ი. კრიმინალურ გულგრილობას ჰქონდა ადგილი. ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან ბანკის წარმომადგენლები, რომელთა თანახმადაც, ლესკადრონი, რომელმაც სკანდალის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სრულიად მარტო მოქმედებდა.
წყარო: forbs.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…