სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ კიდევ 4 პირს – კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით ჟღენტს, გიორგი რურუას პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლემ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ კიდევ 4 პირს: კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით ჟღენტს, გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმეს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილი განიხილავდა. სახელმწიფო ბრალდება ოთხივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს