თბილისის საქალაქო სასამართლომ თამარ თოთლაძე, რომელიც 19 ოქტომბერს აქციასთან დაკავშირებით დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა თოთლაძეს 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
19 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ამ დროისთვის, სამართალდამცავებს 5 პირი – საბა ჯაფარიძე, თემურ სარალიძე, თამარ თორთლაძე და ნინო ბერუაშვილი ჰყავთ დაკავებული, მათ შორისაა, ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილიც.
