სასამართლომ 18 წლის საბა ჯიქიას და 25 წლის ანზორ კვარაცხელიას პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა აქციებზე დაკავებულ 18 წლის საბა ჯიქიას და 25 წლის ანზორ კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას გამოცემა პუბლიკა ავრცელებს.
საბა ჯიქია 5 დეკემბერს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ანზორ კვარაცხელიას, ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ მან აქციის მიმდინარეობისას -ს თანამშრომელს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა.
რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 28 ადამიანი.