სასამართლომ წყნეთის პოლიციის ყოფილ უფროსს და მის ყოფილ მოადგილეს აღკვეთის ღონისძიების სახით პტიმრობა შეუფარდა

წყნეთის პოლიციის ყოფილ უფროსს, დიმიტრი ქვაჭრელიშვილსა და მის ყოფილ მოადგილეს, ამირან ნაჭყებიას აღკვეთის ღონისძიების სახით პტიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთს ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
პროკურატურის ინფორმაციით, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსმა დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა მოქალაქე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ნარკოდამოკიდებულებაში დაადანაშაულა, მას დაპატიმრებით დაემუქრა და ფსიქოლოგიური ძალადობის გზით 3500 დოლარის ოდენობით ქრთამი გამოსძალა.
პროკურატურის ინფორმაციითვე, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე, ამირან ნაჭყებია მოქალაქის საცხოვრებელ სახლში მივიდა, სადაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უკანონო ჩხრეკა ჩაატარა და თითქოს, ნივთმტკიცების სახით, მოქალაქისა და მასთან ერთად მცხოვრები სხვა პირის კუთვნილი პირადი ნივთები ამოიღო.
დიმიტრი ქვაჭრეილშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და საჯარო მოხელის მიერ ქრთამის აღებას, ჩადენილს გამოძალვით.
ამირან ნაჭებიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს თაღლითობას, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით, ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი