თბილისის საქალაქო სასამართლომ ცესკო-ს წინააღმდეგ „ძლიერი საქართველოსა“ და ISFED-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩინჩალაძემ მიიღო.
სარჩელი ეხებოდა ცესკო-ს მიერ მიღებულ ახალ დადგენილებას, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში მყოფი პირებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, დამკვირვებლებს აღარ ექნებათ უფლება, ამომრჩევლებისგან პირადობის მოწმობები აიღონ.