სასამართლომ უკანონოდ ცნო ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის ფედერალური დაფინანსების შეჩერება

ჰარვარდის უნივერსიტეტმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას დავა მოუგო ბოსტონის სასამართლოში. მოსამართლემ უკანონოდ ცნო პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, ორ მილიარდ დოლარზე მეტის გრანტი გაუყინოს პრესტიჟულ უნივერსიტეტს.
მთავრობამ ჰარვარდს დაფინანსება 2025 წლის გაზაფხულზე დაუბლოკა იმ მოტივით, რომ უნივერსიტეტი არასათანადოდ ებრძვის ანტისემიტიზმს. უმაღლესმა სასწავლებელმა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
3 სექტემბერს ბოსტონის ფედერალური საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, ელისონ ბეროუზმა გადაწყვიტა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის ფედერალური დაფინანსების შეჩერებას უშუალოდ ანტისემიტიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს და ის გამოყენებული იყო ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებზე მიზანმიმართული, იდეოლოგიურად მოტივირებული შეტევის შესანიღბად.
ამასთან, მოსამართლე მიიჩნევს, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტს შეეძლო უკეთ გამკლავებოდა ბოლო წლებში გამოვლენილ ანტისემიტიზმის პრობლემას.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჰარვარდის უნივერსიტეტს ფედერალური დაფინანსება უნდა აღუდგეს. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
2025 წლის აპრილში -ის მთავრობამ ჰარვარდის უნივერსიტეტს გაუყინა ორ მილიარდ დოლარზე მეტის დაფინანსება მას შემდეგ, რაც უმაღლესმა სასწავლებელმა უარი თქვა ტრამპის ადმინისტრაციის რამდენიმე მოთხოვნის შესრულებაზე. მათ შორის იყო სტუდენტების და თანამშრომლების შეხედულებების აუდიტი.
2025 წლის აპრილის ბოლოს ჰარვარდმა გამოაქვეყნა ორი კრიტიკული ანგარიში უნივერსიტეტის კამპუსში ანტისემიტური და ანტიისლამური განწყობების შესახებ. ამასთან, ჰარვარდის პოზიციაა, რომ აუცილებელი რეფორმები თავად უნივერსიტეტმა უნდა ჩაატაროს და არა გარედან ზეწოლით.
ჰარვარდის და სხვა ამერიკული უნივერსიტეტების სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის ოქტომბერში, ს სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას და მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას მოჰყვა ისრაელის ფართომასშტაბიანი და დიდი მსხვერპლის გამომწვევი სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში.
ფორუმი