სასამართლომ ტრამპს $454.2 მლნ ჯარიმის გადახდა დააკისრა

ნიუ იორკის სასამართლომ -ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 454.2 მლნ-იანი ჯარიმა დააკისრა. ის უძრავი ქონების თაღლითობის საქმეში ცნეს დამნაშავედ.
სასამართლომ ასევე $4.7 მლნ-ის გადახდა დააკისრა მის შვილებს, დონალდ ტრამპ უმცროსსა და ერიკ ტრამპს. $1.1 მლნ-ის გადახდა მოუწევს „ტრამპ ორგანიზაციის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ალენა ვაისელბერგს.
ჯარიმის საერთო თანხა $464.6 მლნ-ს შეადგენს, ჯარიმის გადახდამდე ტრამპს ყოველდღიურად $114 000-ზე მეტი ოდენობის პროცენტი დაეკისრება.
უძრავი ქონების თაღლითობის საქმე 2019 წელს „ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ ჩატარებული გამოძიებით გასაჯაროვდა, რომლითაც გაირკვა, რომ ს ბიზნესი არ ადეკლარირებდა შემოსავალს და არ იხდიდა გადასახადებს. საუბარია Trump Organization-ში თაღლითობის საქმეზე. დონალდ ტრამპი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ