სასამართლომ ტრამპის ჯარიმა გაზარდა 355 მილიონიდან 454 მილიონ დოლარამდე

CNN-ის მიერ გავრცელებული ინფრმაციით, დამნაშავედ ცნეს უძრავი ქონების თაღლითობის საქმეში.
ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე 454 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს. სასამართლოს მიერ დადგენილი თანხა მოიცავს 354,9 მილიონი დოლარის ადრე დაკისრებულ ჯარიმას და დარიცხულ პროცენტს.
მთლიანობაში, Trump Organization-ში თაღლითობის საქმეზე პასუხისმგებელმა ყველა პირმა უნდა გადაიხადოს 464,6 მილიონი დოლარი, კერძოდ, 4,7 მილიონი დოლარი, პროცენტების ჩათვლით, დაეკისრა ექსპრეზიდენტის შვილებს – დონალდ ტრამპ-უმცროსს და ერიკ ტრამპს. 1.1 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს Trump Organization-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ვაისელბერგს. მთლიან თანხას ყოველდღიურად 114 ათასი დოლარის პროცენტი დაემატება, ძირითადად, სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის დაჯარიმების ხარჯზე.
ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნო სამოქალაქო თაღლითობის საქმეში თებერვლის შუა რიცხვებში. ბრალდების თანახმად დონალდ ტრამპის ბიზნესი არ ადეკლარირებდა შემოსავალს და შესაბამისად, არ იხდიდა გადასახადებს. ყოფილ პრეზიდენტს ჯარიმა დააკისრა და სამი წლით აუკრძალა ნიუ-იორკის რომელიმე კორპორაციის თანამშრომლად ან დირექტორად მუშაობა მოსამართლე არტურ ენგორონმა.
დონალდ ტრამპი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას