სასამართლომ რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ დავით გუნაშვილს 5 000-ლარიანი, ხოლო ანი ჭინჭარაულს 4 000-ლარიანი სახდელი დააკისრა

რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით, 2 სექტემბერს დაკავებული მომიტინგეები 48 – საათიანი ადმინისტრაციული დაკავების ვადის ამოწურვის გამო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.
დღესვე, რამდენიმე პირის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო ისინი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო. 5 ათასი ლარი დაეკისრა 2 სექტემბერს დაკავებულ დავით გუნაშვილს, ხოლო ანი ჭინჭარაულს 4 ათასი ლარი, რომლებიც ასევე სამართალდამრღვევებად ცნო სასამართლომ.
მანამდე, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით, 2 სექტემბერს დაკავებული მომიტინგე, ლუკა დევდარიანი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 500- ლარიანი სახდელი დაეკისრა.
რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, რომლებიც საპროტესტო აქციაზე დააკავეს, მათი პროცესები გადაიდო.
ცნობისთვის, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 23 პირი დააკავეს.