სასამართლომ ნიკა გვარამია 5 000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი 5 000 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
სასამართლო ნიკა გვარამიას 17 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე გზის გადაკეტვის ორგანიზებას ედავებოდა.
სხდომას არ ესწრებოდა თავად ნიკა გვარამია.