სასამართლომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ სალიხ შაინიძემ მიიღო.
გადაწყვეტილებას შეძახილები: “უსამართლო სასამართლო”, “ხალხის ძალის გეშინოდეს” და ხმაური მოჰყვა.
სხდომას მზია ამაღლობელის ოჯახის წევრები, კოლეგები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. ასევე, დღევანდელ სხდომას საელჩოების წარმომადგენლებიც ესწრებიან.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს სისხლის კოდექსით.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)