სასამართლომ მათე დევიძე პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მათე დევიძის საქმეზე მორგი სხდომა გაიმართა.  მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მათე დევიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა.

ბრალდების მხარემ სასამართლოს დევიძის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობით მიმართა. მათი განცხადებით, დევიძის მხრიდან არსებს ახალი დანაშაულის ჩადენის ან მიმალვის საფრთხე. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა.

დაცვის მხარე დევიძის გათავისუფლებას ითხოვდა.

მომდევნო სხდომა 30 აპრილს ჩაინიშნა.

პოლიციამ 2003 წელს დაბადებული მათე დევიძე 19 ნოემბერს, ს გაყალბების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, დააკავა.

დევიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო გოცირიძე – როდესაც ლილუაშვილი ქვეყანას აქცევდა, საპარლამენტო უმრავლესობა სად იყო? ნდობის ჯგუფთან შეხვედრებზე მუდმივად ტაშის ცემა იყო – ყურში ჩაჩურჩულების პოლიტიკაა, როგორც ჩანს, ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ლილუაშვილი არ მოიქცა სწორად

პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე – პროკურატურა კვლავ გამოთქვამს მზაობას, შეხვდეს დაზარალებულ მხარეს და განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ