გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.
ბრალდების მხარე დევიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა.
ამასთან, დაცვის მხარემ ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვა მოითხოვა, რათა მის მიმართ გირაო გამოეყენებინათ.
მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მათე დევიძე პატიმრობაში დატოვა.
მათე დევიძის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 24 მარტს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.
მათე დევიძეს საპროტესტო აქციების პერიოდში პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
