სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა სა და მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი.
მოსამართლემ ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა, მურთაზ ზოდელავას კი ამ საქმეზე გირაო აქვს შეფარდებული.
პროკურატურა ლევან ხაბეიშვილს ბრალად სდებს უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ პროცესზე პოლიტიკურ აქტორებს მიმართა:
“ყოველი დღე ჩვენი ქვეყნისთვის არის გადამწყვეტი. ტროტუარზეც გიკრძალავენ დგომას. ეს არ არის თამაში… სახლში მოგივარდებიან. სამასამდე პოლიტპატიმარია, როგორ გძინავთ? როგორ ხართ სახლებში? აა, ღამე კაპუჩინო უნდა დალიოთ?
9 შვილის დედა ათრიეს ქუჩაში და თქვენ უყურეთ ამას. ეთერებს ავსებთ, მომაბეზრებელია თქვენი ლაყბობა… უაზროდ კამათობთ ამ ერთიანობაზე. ერთიანები ხართ, რას კამათობთ, ორი მოთხოვნა აქვს საზოგადოებას, ამაში ერთიანები ხართ, მაინც მიდიხართ ტელევიზიებში და მაინც ერთიანობაზე ლაპარაკობთ. გეშინიათ, რომ მერე უნდა იმოქმედოთ…
აი, ხვალ გავიმარჯვებთ, აი, ზეგ. 2008 წელს ანწუხელიძეს რომ ეთქვა, ახლა დავაფურთხებ ამ დროშას და მერე ვიბრძოლებო. ეს არ არის გრძელვადიანი პროცესი და ყოველი დღე საქართველოსთვის დაკარგულია. ქიმიური იარაღი გამოიყენა გდდ-მ. მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა პროცესზე.
13 სექტემბერს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს. ის ფორმულას ეზოში აიყვანეს.
ლევან ხაბეიშვილთან ერთად, სუს-ის თანამშრომლებმა დააკავეს მურთაზ ზოდელავაც, რომელიც დაკავებამდე ამბობდა, რომ ლევან ხაბეიშვილს და მას ტელეფონები წაართვეს.