სასამართლომ TV პირველის ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი 2 500 ლარით დააჯაირმა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.
19 თებერვლის ღამეს, TV პირველის ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს. შემთხვევა ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ოპერატორს მანქანაში ძალის გამოყენებით სვამენ.
რამდენიმე საათის განმავლობაში ჯიოშვილის ადგილსამყოფელი უცნობი იყო. მოგვიანებით, ადვოკატებმა არაერთი მცდელობის შემდეგ გაარკვიეს, რომ ჯიოშვილი ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი.
