სასამართლომ კორუფციის საქმეზე პაკისტანის ყოფილ პრემიერს, იმრან ხანს 14-წლიანი, მის მეუღლეს კი შვიდწლიანი პატიმრობა შეუფარდა

პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იმრან ხანს სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ს მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი მიწის კორუფციის საქმეზე გაასამართლეს. სასამართლომ ასევე შვიდი წელი მიუსაჯა ხანის მეუღლეს, ბუშრა ბიბის. ის გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული და განაჩენის გამოტანის შემდეგ დააკავეს.
იმრან ხანს და მის მეუღლეს ბრალი დასდეს უკანონო შეღავათების სანაცვლოდ, ბიზნესმენ მალიქ რიაზისგან უძრავი ქონების, კერძოდ, მიწის ნაკვეთის საჩუქრად მიღებაში იმ პერიოდში, როცა იმრან ხანი პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იყო. შემდეგ რიაზიმ თანხა გამოიყენა 240 მილიონი დოლარის ჯარიმის გადასახდელად, რომელიც მას სხვა საქმეში დაეკისრა.
იმრან ხანს 2022 წელს უნდობლობა გამოუცხადეს. ხანმა ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ თავისი პოლიტიკური კონკურენტების სამიზნე გახდა, რათა თავიდან აეცილებინათ არჩევნებში მისი მონაწილეობა.