სასამართლომ ზურა ჯაფარიძე 2500 ლარით დააჯარიმა და 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა

სასამართლომ ზურა ჯაფარიძე 2500 ლარით დააჯარიმა და 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.
კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს 2 დეკემბერს თბილისში, თამარაშვილის გამზირზე გზის უკანონო გადაკეტვასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ადვოკატის თქმით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა.
გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ სამართლიანობის იმედი არ აქვს.
“უბრალოდ გასარკვევია და მაგის გასაგებად მოვედი, რა ზომას მიიღებენ და რას გადაწყვეტენ, თორემ თვითონ როგორ წარიმართა პროცესი და რაც მე მინახავს ჩემთან მიმართებაში და ათობით მოწმის მიმართებაში, ცხადია, რომ მოსამართლე რაიმეს გაიაზრებს და სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს, არ მაქვს. მით უმეტეს იმ მოსამართლის მხრიდან, რომელიც ს მიერ არის დასანქცირებული”, – თქვა ჯაფარიძემ.