სასამართლომ ზვიად ცეცხლაძე და კიდევ შვიდი პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა

პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ შვიდი პირი კვლავ პატიმრობაში რჩება.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს და დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა, რაც ძალაში დარჩა.
ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა

სალომე სიმონია: განათლების მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანის მამა ნაციონალური მოძრაობის 2008-2012 წლების მე-7 მოწვევის დეპუტატი იყო. მისმა კომპანიებმა 150 000 ლარი შესწირეს ნაციონალურ მოძრაობას