სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
კუპრავა 1 სექტემბერს დააკავეს.
პროკურატრის განცხადებით კუპრავამ 30 სექტემბერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდა.
პროკურატურა ასევე ირწმუნება, რომ თბილისის საკრებულოს წევრმა სუს-ის თანამშრომლებს დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია.
მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 317-ე მუხლით (სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა) მიმდინარეობს.
სასჯელი თავისუფლების 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
