სასამართლომ ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა რეპუბლიკა სრპსკას ლიდერს, მილორად დოდიკს

ბოსნია-ჰერცეგოვინის სასამართლომ ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა რეპუბლიკა სრპსკას ავტონომიის ლიდერს, მილორად დოდიკს. მას ასევე ექვსი წლით ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა. სასამართლომ მას ეს განაჩენი გამოუტანა გაეროს წარმომადგენლის გადაწყვეტილების დაუცველობასთან დაკავშირებით.
დოდიკი დაადანაშაულეს იმაში, რომ მან 2023 წელს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აჩერებს ბოსნია-ჰერცეგოვინის უზენაესი სასამართლოსა და ბოსნი-ჰერცეგოვინაში გაეროს უზენაესი წარმომადგენლის, კრისტიან შმიდტის გადაწყვეტილებების მოქმედებას.
თავად მილორად დოდიკს სასამართლოს მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია. განაჩენის გამოცხადების დროს ის იმყოფებოდა რეპუბლიკა სრპსკას პარლამენტის შენობაში, სადაც მისი მხარდამჭერი მიტინგი იმართებოდა. სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ ის შეკრებილებთან გამოვიდა და თქვა, რომ „არ არსებობს ღელვის მიზეზი“.
მოგვიანებით სასამართლომ განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოზე არ განხორციელებულა გარეშე ზეწოლა, ის მოქმედებდა სამართლებრივი დებულებების შესაბამისად და იცავდა კანონის უზენაესობას. სასამართლოში აღნიშნეს, რომ დოდიკის სასამართლო პროცესი რთული იყო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლის გამო.
-მა და დიდმა ბრიტანეთმა მილორად დოდიკს სანქციები დაუწესეს. -მა ის დაადანაშაულა კორუფციაში და რეპუბლიკა სრპსკაში პარალელური ინსტიტუტების ჩამოყალიბებით ბოსნია-ჰერცეგოვინის სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნაში. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დოდიკის მოქმედება „ძირს უთხრის დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებებს, რითაც საფრთხე ექმნება უფრო ფართო რეგიონულ სტაბილურობას“.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დენის ფასის ზრდაში სერიოზული წილი აქვს ბიტკოინების მაინინგის საწარმოებისთვის გამოყოფილ უფასო ენერგეტიკას – სულ უფრო და უფრო იზრდება ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე

თენგო თევზაძე – აშშ-ს კავკასიაში სჭირდება სიმყარე, ივანიშვილმა კი დაიკავა ირანის, ტერორისტების მხარე – აშშ-ს წარმომადგენელი იყო ჩამოსული, გუშინ სანქციები გაგრძელდა, დღეს რუბიოს ზარი შედგა – „ქართული ოცნებისთვის“ ეს იყო ცუდი ზარი, ხაფანგში გაება

მათე ხვედელიძე: მიზეზი, რატომაც ამ ამბავს ძალიან პოზიტიურად ვუყურებ, არის სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენის შანსი. თუ აქ სამოქალაქო საზოგადოება გადარჩება, ნებისმიერ სცენარში ეს ქვეყანა გადარჩება და გაძვრება სამშვიდობოს