სასამართლომ დროებით შეაჩერა რადიო თავისუფლების დაფინანსების შეწყვეტის ბრძანება

შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა და -ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM-ის) მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება დროებით შეაჩერა.
სასამართლოს 25 მარტით დათარიღებული განჩინების თანახმად, რომ USAGM-ის მიერ რადიო თავისუფლებისათვის საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტა, – რაც ორგანიზაციის დახურვის პროცესის დაწყების წინაპირობაა, – სავარაუდოდ, თვითნებური და დაუსაბუთებელი იყო და სავარაუდოდ არღვევს ადმინისტრაციული პროცედურების აქტსა და აშშ-ის კონსტიტუციას.
თუმცა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის და საქმის განხილვა გრძელდება.
მოსამართლემ ასევე უნდა გადაწყვიტოს, საბოლოოდ დააკმაყოფილებს თუ არა რადიო თავისუფლების მოთხოვნას, რომ კონგრესის მიერ გამოყოფილი 77 მილიონი დოლარი, – რაც 30 სექტემბრამდეა გათვალისწინებული, – ორგანიზაციას სრულად გადასცეს.
რადიო თავისუფლება მიიჩნევდა, რომ დროებითი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გარეშე, ორგანიზაციას გამოუსწორებელი ზიანი მიადგებოდა. ეს არგუმენტი მოსამართლემ გაიზიარა.
კოლუმბიის ოლქის მოსამართლე როის ლამბერთი 25 მარტით დათარიღებულ განჩინებაში წერს:
„კონგრესს დადგენილი აქვს, რომ „ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაა, ხელი შეუწყოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას“ და „ინფორმაციისა და იდეების ღია მიმოცვლა მსოფლიოს ხალხებს შორის ხელს უწყობს საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას“ (ამონარიდები აშშ-ის 1973 წელს მიღებული საერთაშორისო მაუწყებლობის აქტიდან). რადიო თავისუფლება ათწლეულებია ფუნქციონირებს, როგორც ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც კონგრესის მიერ კანონით განსაზღვრულ ამ პოლიტიკის ახორციელებს. USAGM-ის ხელმძღვანელობას არ შეუძლია, ერთი წინადადებით, – რაც, პრაქტიკულად, ახსნა-განმარტებას არ მოიცავს, – აიძულოს რადიო თავისუფლება, დახუროს, – მაშინაც კი, თუკი ეს მას ასე უთხრა პრეზიდენტმა“.
რადიო თავისუფლებას გრანტი შეუწყვიტეს წერილით, რომელსაც ხელს აწერდა კერი ლეიკი, როგორც „USAGM-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მთავარი მრჩეველი, რომელსაც უფლებამოსილება აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისგან აქვს მინიჭებული“.
წერილში ნათქვამი იყო, რომ გრანტი აღარ წარმოადგენდა USAGM-ის პრიორიტეტებს. სხვა ახსნა-განმარტება წერილში არ ყოფილა მითითებული.
მოსამართლემ ბრძანა, რომ:
· დაკმაყოფილდეს მომჩივნის, ანუ „რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა დროებითი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების თაობაზე;
· ცალკე აღარ განიხილავს 1-14 მარტის პერიოდისათვის გათვალისწინებული $7,46 მილიონის გამოყოფის საკითხს, – რამეთუ მოპასუხემ წინა დღეს თქვა, რომ უკვე დაიწყო ამ თანხის გადახდა მომჩივნისათვის;
· USAGM-სა და მის წარმომადგენლებს აუკრძალა ნებისმიერი ქმედების განხორციელება ან ვალდებულებების შექმნა, რაც გამოიწვევს მომჩივნის გრანტის შეფერხებას.
ეს გადაწყვეტილება – USAGM-ის გადაწყვეტილების დროებითი შეჩერება – ძალაშია მანამ, სანამ მოსამართლე არ დაასრულებს დავის განხილვას.
სასამართლო პროცესები გრძელდება. სასამართლო 26 მარტს USAGM-ის მხარეს მოუსმენს, 28 მარტს კი კვლავ რადიო თავისუფლების იურისტებს.
მოსამართლე ლამბერთმა, – რომელიც 1987 წელს დაინიშნა კოლუმბიის ოლქის მოსამართლედ პრეზიდენტ რონალდ რეიგანის წარდგინებით, – ასევე დაასკვნა, რომ „კონგრესის მრავალწლოვანი ნების თანახმად, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების გაგრძელებული ოპერირება არის საზოგადოების ინტერესებში“.
USAGM-ის ინტერესების დამცველი სასამართლოზე აცხადებდა, რომ დროებითი შეჩერების მექანიზმის ამოქმედება „შეუსაბამო“ იქნებოდა იქიდან გამომდინარე, რომ 7.46 მილიონი უკვე გამოიყო. თუმცა რადიო თავისუფლების იურისტები მიუთითებდნენ, რომ ამ ნაბიჯით გამოუსწორებელი ზიანის საფრთხე დღის წესრიგიდან არ იხსნებოდა.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების დაფინანსების შეწყვეტის საფრთხეს მხარდაჭერის ტალღა მოჰყვა იმ ქვეყნებში, რომლებსაც რადიო თავისუფლება ფარავს.
ირანიდან – ბელარუსამდე, ავღანეთიდან – რუსეთამდე, დან – მდე – 27 ენაზე მოლაპარაკე აუდიტორია 23 ქვეყანაში – რადიო თავისუფლების მკითხველები, მაყურებლები და მსმენელები RFE/RL-ის ჟურნალისტებს აქებენ გაბედული, მიუკერძოებელი და სიმართლეზე დაფუძნებული რეპორტაჟებისთვის, იქნება ეს ფრონტის ხაზი თუ მსოფლიოს ყველაზე ავტორიტარული, რეპრესიული რეგიონები.
აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს მიერ რადიო თავისუფლების დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ს მიერ რამდენიმე საათით ადრე ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება, შვიდი ფედერალური სააგენტოს, მათ შორის USAGM-ის შემცირებაზე მხოლოდ კანონით და საწესდებო დებულებებით მოთხოვნილ დონემდე.
RFE/RL-ის დაფინანსების სამომავლო პერსპექტივის ბუნდოვანების ფონზე, რადიო თავისუფლების მხარდაჭერის შესაძლებლობაზე ფიქრი დაიწყეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკოსებმა.
საკუთრივ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის კონგრესის განსაზღვრული ბიუჯეტი, USAGM-ის დოკუმენტების თანახმად, 2025 წლისთვის შეადგენდა 153 მილიონამდე დოლარს.
ფორუმი