სასამართლომ დროებით შეაჩერა თემურ ქათამაძის გაძევების გადაწყვეტილება – საია

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება სასამართლომ შეაჩერდა. ინფორმაციას ქათამაძის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაიცა ავრცელებს.
“თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაკმაყოფილდა საია-ს შუამდგომლობა და შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების მოქმედება, რომელიც შეეხება თემურ ქათამაძის საქართველოდან გაძევებას, შეჩერებულია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე

როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 30 აპრილს, თემურ ქათამაძეს საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. გაძევების პროცედურების დაწყების წინაპირობა გახდა 2025 წლის 29 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ თემურ ქათამაძისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უკანონო და დაუსაბუთებელი უარი”, – აცხადებენ საია-ში.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონი – ვიცით, რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა, ეს იყო საქართველო 2008 წელს და ყირიმი 2014 წელს – თუ სამშვიდობო შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების გარეშე გაფორმდება, რუსეთი სიტყვას არ შეასრულებს