სასამართლომ, დავით კირთაძე, რომელმაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, 500 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ -ში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დავით კირთაძე, რომელმაც ცესკო-ს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით ცეკვავამ მიიღო.
როგორც ადვოკატი ივანე პეტრიაშვილი აცხადებს, ამ საქმეში ვერ მოხდა სწორად განსაზღვრა იმისა, თუ რა ქმედებისთვის უნდა ეგო დავით კირთაძეს პასუხი. მისივე განმარტებით, მას ედავებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში და ფუნქციაში ჩარევას.
„ამ საქმეზე ვერ მოხდა სწორად განსაზღვრა იმისა, თუ რა ქმედებისათვის ეგო ბატონ დავით პასუხი იმიტომ, რომ მას ედავებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში და ფუნქციაში ჩარევას მაშინ, როდესაც კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს წევრი თვითონვე არის. ცესკოს წარმომადგენლებმა კონკრეტულად ვერ დაასახელეს რა იყო ის მოქმედება, რითაც მოხდა დავით კირთაძის მიერ ცესკოს ფუნქციებში და დადგენილებაში ჩარევა“, – განაცხადა ადვოკატმა ივანე პეტრიაშვილმა.
ცნობისთვის, 16 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, რის გამოც რამდენიმე წუთით სხდომა შეწყდა. ამავე სხდომაზე ცესკომ ს შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები