კოლორადოს შტატის სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპი ჩართული იყო კაპიტოლიუმზე შტურმში, თუმცა ფიცი არ დაურღვევია და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ტრამპის ადვოკატები აცხადებენ, რომ ყოფილ პრეზიდენტს არ ჰქონდა ურთიერთობა ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან. მოსამართლე სარა უოლესმა არ გაითვალისწინა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატების პოზიცია, თითქოს ტრამპის განცხადებები სიტყვის თავისუფლების ფარგლებს არ გასცდენია, მაგრამ მიიჩნია, რომ ტრამპის კანდიდატურის მოხსნა დაუშვებელია.