სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს “კრიპტოვალუტის მითვისების” საქმეზე, გირაო პატიმრობით შეუცვალა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, რომელსაც ს კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 2 500 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა. მოსამართლე, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მისი გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვინაიდან ბრალდებულს გირაო უძრავი ქონებით ჰქონდა უზრუნველყოფილი, ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 2 500 000-ლარიანი გირაოს თანხის ამოსაღებად ბრალდებულისა და ალექსანდრე ბაჩიაშვილის საკუთრებაში არსებული ქონება, აღსასრულებლად მიეცა წარმოებაში.
4 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან და ეს იქნება დამოკიდებული თავიდან ბოლომდე იმაზე, ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის – ყოველთვის ყველა სცენარისთვის ვიყავით მზად

ირაკლი კობახიძე – დასანანი იყო, რა მესიჯიც გავრცელდა პოლოლიკაშვილის მხრიდან – მისმა მესიჯმა, შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით, მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული

პაველ ჰერჩინსკი „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირებაზე – ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როცა 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვანი იქნება