სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 8986.8660 ბიტკოინის გადახდა დააკისრა, რაც $850 მილიონზე მეტია

სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს სთვის 8986.8660 ბიტკოინის გადახდა დააკისრა, რაც $850 მილიონზე მეტია
ბიტკოინების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალად ედავებოდა დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილის ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი იყო და ბაჩიაშვილმა მას მოგება დაუმალა. თავად ბაჩიაშვილი კი ამბობს, რომ თანხა სესხად აიღო ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკიდან“ და ეს ფული ბანკში შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთით დააბრუნა კიდეც. ბაჩიაშვილმა 2023 წელს გირაოს სახით 2.5 მილიონი ლარი გადაიხადა.
თავად გიორგი ბაჩიაშვილმა თქვა, რომ მან „ქართუსგან” აიღო 5-მილიონიანი სესხი ინვესტიციისთვის, რომელიც დააბრუნა მოგების 30%-თან ერთად, რის შემდეგაც „ქართუსთან” ურთიერთობა დაიხურა.
ბაჩიაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პრეტენზიებით რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა.
გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველი 2 მარტს დატოვა.
23 აპრილს მისმა ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამმა განაცხადა, რომ უცხოური სადაზვერვო სააგენტოსგან აქვთ სარწმუნო ინფორმაცია, რომ არსებობს ბაჩიაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე.

ასევე დაგაინტერესებთ