„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, სასამართლომ ოპოზიციის სამი ლიდერი პატიმრობით დაასაჯა.
მოსამართლე ზვიად შარაძემ დღეს, 23 ივნისს, „ლელოს“ ლიდერებს ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს 8-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბადრი ჯაფარიძეს დამატებით 2 წლის განმავლობაში ეკრძალება საჯარო თანამდებობის დაკავება.
აღსანიშნავია, რომ ბადრი ჯაფარიძეს იმავე საქმეზე 5 აპრილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომელიც მან გადაიხადა.
დღესვე, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლოს გადაწყვეტილებებს ოპოზიცია პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.
