სასამართლომ აქციაზე ნაცემი ბილალ დუიშვილი სიტყვიერი გაფრთხილებით გაათავისუფლა

საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილე, 21 წლის ბილალ დუიშვილი, რომელსაც პოლიცია 4 დეკემბერს ფიზიკურად გაუსწორდა, 27 დეკემბერს სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილებით გაათავისუფლა.
ინფორმაცია დუიშვილის მეგობარმა შენგელი ტოხოსაშვილმა გაავრცელა ფეისბუკზე და რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“, ორგანიზაციაში, რომელიც დაუშვილის ინტერესებს იცავდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.
დუიშვილი დააკავეს და სცემეს მაშინ, როდესაც პოლიციამ დემონსტრაციის დაშლა დაიწყო – იგი „ბილტმორთან“ დააკავეს და ტელეფონი და საფულე წაართვეს.
მას ცხვირი ჰქონდა მოტეხილი და მრავლობითი დაჟეჟილობით 5 დღის განმავლობაში იყო კლინიკაში. ასევე, ჰქონდა ტვინის შერყევა.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის დარბევისას და დაშლისას 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)