სასამართლომ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო. აფგან სადიგოვი 2024 წლის 21 სექტემბრის შემდეგ დაკავების იზოლატორში შიმშილობს.
“როდის მოხდება ექსტრადიცია, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჯერ დრო გასაჩვრების” ,- განუცხადა სევინჩ სადიგოვამ ნეტგაზეთს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, სასამართლო ალიევის რეჟიმის ტყვეობაშია და მის ბრძანებებს ასრულებს.
სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. -ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, მის დაკავებას ს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, მის დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
აფგან სადიგოვი თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში 21 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს. თბილისის იზოლატორში შიმშილობის მე-17 დღეს სადიგოვი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა