“სასამართლომ არ დაიცვა ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება” – სააპელაციომ არასამთავრობოების საჩივრები არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობოების საჩივრები კი არ დააკმაყოფილა ელექტრონული არჩევნების შედეგების გაბათილების თაობაზე, არ დააკმაყოფილა – მოსამართლეთა კოლეგიამ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლეებს მხარეები სთხოვდნენ განმარტებები გაეკეთებინათ მათ მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა არცერთი სიტყვა კოლეგიის არცერთ წევრს არ უთქვამს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ თითქმის 24 საათიანი განხილვის შედეგად, არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა, ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის ფაქტის გამო, ბათილად ეცნო აღმოსავლეთ საქართველოს ყველა, 1293 ტექნოლოგიური უბანი. ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, სასამართლომ არ დაიცვა ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება. შეგახსენებთ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო დასავლეთ საქართველოს ტექნოლოგიურ უბნებთან დაკავშირებით.” – ნათქვამია საიას განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე: ევროპული დემოკრატიის განადგურების მიზნით, არაფორმალურმა მმართველებმა წარმატებით ჩაახშეს განსხვავებული აზრი და დახურეს უმნიშვნელოვანესი პლატფორმები, სადაც ამ განსხვავებული აზრის გამოთქმა და საზოგადოებამდე მიტანა იყო შესაძლებელი