ნიუ მექსიკოს სასამართლომ მსახიობ ალეკ ბოლდუინს უნებლიედ მკვლელობაში ბრალი წარუდგინა. ნიუ მექსიკოს შტატის კანონმდებლობა, ადამიანის უნებლიე მკვლელობისთვის სასჯელად 18 თვემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ალეკ ბოლდუინის ადვოკატებმა BBC-სთან თქვეს, რომ ისინი სასამართლოს შემდგომ სხდომას ელოდებიან.
რამდენიმე თვის წინ მსახიობის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პროკურატურას შესაძლოა ბოლდუინისთვის ყველა ბრალდება მოეხსნათ.
2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.