გამოცემა Variety-ის ცნობით, ნიუ-მექსიკოს სასამართლომ ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და ამერიკელი მსახიობი უდანაშაულოდ ცნო.
ალეკ ბოლდუინს ნიუ-მექსიკოს სასამართლო 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარ უბედურ შემთხვევაში სდებდა ბრალს. მსახიობის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა.
დაჭრილი ჰალინა ჰატჩინსი საავადმყოფოში ვერტმფრენით გაამგზავრეს, ოპერატორი საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა – ის 42 წლის იყო.
გამამართლებელი განაჩენის მიზეზი ბრალმდებელი მხარის მიერ სასამართლო ექსპერტიზისთვის დამალული სამხილი (გამომძიებელთა მოხსენებები, ტყვიები და ვიდეოჩანაწერები) აღმოჩნდა.
Variety-ის ცნობით, სანტა-ფეს შტატის პოლიციამ გადასაღები მოედნიდან აღებული ტყვიებზე წვდომა ჯერ კიდევ მარტში შეეძლოთ; მათ ამის შესახებ მოხსენება დაწერეს, თუმცა სამხილი დაცვის მხარეს დაუმალეს და სასამართლო ექსპერტიზისთვის არ გადასცეს.
12 ივლისის მოსმენაზე, მოსამართლე მერი მარლოუ სამერმა “ლურჯი რეზინის ხელთათმანებით წარმოადგინა კონვერტი, სადაც მოთავსებული იყო ტყვიები, რომელიც დაემთხვა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე გამოყენებულ ამუნიციას”. – წერს Variety.
საბრძოლო ამუნიციაზე და იარაღზე პასუხისმგებელი იარაღის ოსტატი, ჰანა გუტიერეს-რიდი იყო. ხოლო თავად იარაღი, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი, ბოლდუინს რეჟისორის თანაშემწემ, დეივ ჰოლსმა გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხოა – რეალურად მჭიდში საბრძოლო ვაზნები იდო, ამის შესახებ სასამართლოს მასალებში წერია.
2022 წლის აპრილში ნიუ-მექსიკოს შტატმა Rust-ის პროდიუსერებს $136 793-ის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.