სარჯველაძე მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასმულ შეკითხვებს არ პასუხობს

ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრი არ პასუხობს ნეტგაზეთისა და ბათუმელების ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმულ შეკითხვებს.
ჟურნალისტების არაერთი მცდელობისა, სარჯველაძემ არ უპასუხა შეკითხვას, თუ აქვს ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ.
ნეტგაზეთისა და ბათუმელების ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი მე-16 დღეა ციხეში შიმშილობს. საიას ცნობით, მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება – აუცილებელია დაუყოვნებელი მოქმედება.
***
14 იანვარს ს საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
16 იანვარს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და პროტესტის მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
მას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.