ადრე ამბობდნენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ვერ მიგვიყვანს ეს ხელისუფლება, ამას გაბედულად ამბობდა მთელი ოპოზიცია ლამის, იშვიათი გამონაკლისების გარდა – მივედით.
ახლა შეცვალეს ერთი სიტყვა – ამბობენ, რომ მოლაპარაკების გახსნამდე ვერ მიგვიყვანს ეს ხელისუფლება. მიიყვანს ეს ხელისუფლება, მათ შორის, სრულ გაწევრიანებამდე და მერე, ალბათ, იტყვიან, რომ ეს რუსული გზით მიღებული წევრობაა, ან რაღაც ასეთს, – განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ ქრონიკის ეთერში.
